მეღვინეობა და მევენახეობა


მევენახეობა

“თელიანი ველის” ღვინის დამზადებისას ყველაზე დიდი ყურადღება ყურძნის ხარისხს ეთმობა. ჩვენი ვენახები განლაგებულია საქართველოს ყველა ძირითად ღვინის მწარმოებელ მიკრორეგიონში და მათი საერთო ფართობი 120 ჰექტარს აღწევს. სწორედ საკუთარ ვენახებში მოყვანილი მაღალი ხარისხის ყურძნისგან მზადდება “თელიანი ველის” საუკეთესო ადგილწარმოშობის ღვინოები. ჩვენი ღვინის საწარმო მდებარეობს თელავში, კახეთის რეგიონში, რომელიც საქართველოში მეღვინეობის ცენტრი და მთავარი ღვინის მწარმოებელი რაიონია. კახეთის რეგიონისთვის დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი კლიმატი და, ასევე, ზომიერად ცივი და ცხელი ზამთარი. აქ სიცხე ხშირად 31 -40 გრადუსს აღწევს. კახეთში არის ყავისფერი ნიადაგი, ასევე, შავი მიწა და ალევიური ზონები. ვაზისთვის იდეალური ნიადაგი და რბილი კლიმატი საუკეთესო პირობებია უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინის საწარმოებლად.

მეღვინეობა

“თელიანი ველი”, უკვე საუკუნეა აწარმოებს კახური და ევროპული წესით დაყენებულ ღვინოებს. როგორც უძველესი ქართული ღვინის მარანი, ჩვენ არ ვივიწყებთ ძველ ტრადიციებს და დღემდე ვამზადებთ ღვინოს ტრადიციული კახური წესით ქვევრებში. „თელიანი ველში“ ევროპული ტიპის ღვინის დაყენების ტრადიცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იღებს სათავეს, ჩვენი პირველი მეღვინე ფრანგი ანტუან მოსსანო პირველი იყო, ვინც შემოიღო საქართველოში ადგილობრივი ჯიშის ყურძნებისაგან ევროპული ტიპის ღვინის დაყენების წესი. მისი ინიციატივით საქართველოში ჩამოიტანეს და გააშენეს სხვადასხვა ფრანგული ყურძნის ჯიშები.

ტექნოლოგია

“თელიანი ველის“ ღვინის დამზადებისას პირველი ნაბიჯია ყურძნის დახარისხება ხარისხისა და ჯიშების მიხედვით. საწარმოში წიპწების მოშორება, დაწურვა, ფერმენტაცია და დაპრესვა ხდება СМА-ს, VELO-ს და DELLA TOFFOLLA–ს თანამედროვე დანადგარებით. შედეგად ღვინო უფრო დელიკატურია, უკეთესი გემო, თვისებები და მეტად მრავალფეროვანი არომატი აქვს. ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა სრულიად ავტომატიზებული პროცესია, რასაც უზრუნველყოფს ცნობილი იტალიური კომპანიის GAI–ს ხაზი, რომელიც იყენებს ცივი სტერილიზაციის მეთოდს PALL–ის მემბრანული ფილტრებით. პირველი გაფიტვრის შემდეგ ღვინის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ღვინო დაუყოვნებლივ ცივდება -4/-5 გრადუს ცელსიუსამდე. ღვინო იფილტრება კიზელგურის ფილტრით, შედეგად ბოთლში არ ხვდება ღვინის ქვა და ღვინოს უნარჩუნდება არომატი და საუკეთესო თვისებები.ნახევრადტკბილი ღვინის ფერმენტაციისთვის გამოიყენება სამაცივრე დანადგარები. “თელიანი ველის” ლაბორატორია აღჭურვილია საუკეთესო თანამედროვე დანადგარებით, რომლის მეშვეობითაც მოწმდება წარმოების ხარისხი ღვინის დამზადების ყველა ეტაპზე. ახალ საწარმოში სწორად არის განლაგებული ტექნოლოგიური ჯაჭვის ყველა ნაწილი: ყურძნის მიღების ზონა საწურითა და პნევმატური წნეხებით, უჟანგავი ფოლადის საფერმენტაციო ავზები ცივი წყლის ცირკულაციისთვის საჭირო გარსაცმებით, მარანი, სადაც ღვინო ძველდება ავზებში, შემდეგ კი ადგილობრივად “კუპას” მიერ დამზადებულ ან ფრანგულ მუხის კასრებში. ღვინის წარმოებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია მზა პროდუქციის საწყობი. “თელიანი ველის” საწყობი სპეციალური კონდიცირების სისტემის საშუალებით მუდამ ერთ ტემპერატურას ინარჩუნებს, რაც ხელს უწყობს ღვინის ბოთლში დაძველებას.

No comments:

Post a Comment