ბრენდის და საკონიაკე სპირტების წარმოება


კავკასია ერთ-ერთი საოცარი ადგილია მსოფლიოში. ის მიმზიდველია თავისი ისტორიით, ტრადიციებით,
ქალების სილამაზითა და ბუნებით, მამაკაცების სიმამაცით, ნადიმის სიყვარულით, სტუმართა პატივისცემით, პოლიფონიური სიმღერებით და ცეცხლოვანი ცეკვებით. სამხრეთ კავკასია მევენახეობის სამშობლოა და საქართველო კი მთავარი ღვინის მწარმოებელი ქვეყნაა ამ რეგიონში. ვაზისგან მიიღება მაღალი ხარისხის
ღვინოები და ყურძნისგან დამზადებული პროდუქტები, მათ შორის ბრენდი. ბრენდის წარმოება საქართველოში
XIX საუკუნის დასაწყისში დაიწყო.
LE CAUCASE ბრენდის წარმატების მთავარი საიდუმლო ღვინის ბუნებაშია: ყურძენი, რომელიც საუკეთესო ბრენდებში გამოიყენება, გარკვეულ თვისებებს უნდა ატარებდეს და შედარებით მაღალმჟავიანი უნდა იყოს.
LE CAUCASE-ის წარმოებისას ჩვენ ვიყენებთ თვისებათა საუკეთესო ბალანსის მქონე ქართულ ჯიშებს:
• გორული მწვანე - ჩინური (ქართლი);
• ციცქა - ცოლიკოური (იმერეთი);
• რქაწითელი - მწვანე (კახეთი).
ოქტომბერში მოყვანილი ყურძნის ბადაგისაგან საკონიაკე სპირტი ნოემბრის ბოლომდე უნდა გამოიხადოს.
LE CAUCASE ბრენდის სამარკო კონიაკების გამოხდა ხორციელდება ორჯერადი დისტილაციით. პირველნახადი სითხე (რომელიც 10-12 პროცენტ ალკოჰოლს შეიცავს) იქცევა 30 პროცენტიან სპირტად. ხოლო მეორე გამოხდის შემდეგ 62-70 პროცენტიან ბრენდად. საშუალოდ 100 ლიტრი ღვინისაგან მიიღება 14-16 ლიტრი საკონიაკე სპირტი.
ახლად გამოხდილი ბრენდი ზეთოვანია და არ გამოირჩევა მდიდარი გემოთი. LE CAUCASE საბოლოო ხარისხი
და გემო დამოკიდებულია მუხის კასრში დაძველებაზე. თავდაპირველად სრულიად შემთხვევით შეარჩიეს კასრისთვის ეს ხე: მუხა ყველაზე ადვილად მოსაპოვებელი ხის მასალა იყო და პიონერი გამომხდელებიც მისგან ამზადებდნენ კასრებს. ისინი კასრებს ღვინის დასაძველებლად და გასაყიდად იყენებდნენ. ბრენდი, ღვინის მსგავსად, ყურძნისგან მზადდება და რადგან მუხის კასრებში ღვინო კარგად ძველდებ ქართული ბრენდის დასაძველებლად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, მაიკოპის მუხას იყენებდნენ. ხის მასალის შერჩევისას მნიშვნელოვანია არა მისი ქიმიური თვისებები ან ის, თუ რა რეაქციაში შედის ხე ალკოჰოლთან, არამედ ფორები, რომლებიც განსაზღვრავს ალკოჰოლის კონტაქტს ჰაერთან. ბრენდი ნელ-ნელა შთანთქავს ჰაერს, რაც ნედლი ალკოჰოლის დარბილებისთვისაა საჭირო.
LE CAUCASE-ს სამარკო კონიაკების დაძველებისას ჩვენ ვიყენებთ 270 ლიტრიან მუხის კასრებს. რომლებიც ჩვენივე საწრმოში “კუპაში” მზადდება. ყოველწლიურად მუხის კასრებიდან ორთქლდება 2.5 - 3.0 % სპირტი, რასაც “ანგელოზის წილს” უწოდებენ.

No comments:

Post a Comment