მუხის კასრების წარმოება

2005 წელს “თელიანი ველის” საწარმოს ტერიტორიაზე გაიხსნა საქართველოში მუხის კასრების მწარმოებელი პირველი კომპანია “კუპა”. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში “თელიანის სამარკო ღვინოების მარანი” განთქმული იყო არა მარტო ელიტარული ღვინის წარმოებით, არამედ განსაკუთრებული მუხის კასრებითა და საცობებით. ამიტომ ადგილობრივად მუხის კასრების წარმოების დაწყება სააქციო საზოგადოების შექმნის დღიდან იგეგმებოდა. 

ამ იდეის განხორციელებას საბოლოოდ ხელი შეუწყო სატელევიზიო შოუმ “იდეა, ფული და ერთი შანსი”. სადაც შოუს ერთ-ერთმა კონკურსანტმა საქართველოში მუხის კასრების წარმოების მზა პროექტი წარადგინა. “თელიანი ველმა”, როგორც შოუს ერთ ერთმა სპონსორმა დააფინანსა ეს პროექტი. ყოველთვიურად “კუპა” აწარმოებს 100-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კასრს. კასრისათვის საჭირო მასალა საფრანგეთიდან ჩამოდის. „კუპას“ კასრები გამოიყენება როგორც ადგილობრივ, 
ასევე საექსპორტო ბაზრებზე.
 

No comments:

Post a Comment