კომპანია დღეს


“თელიანი ველი” ღვინის წარმოების ქართულ ტრადიციებს მისდევს და ამავდროულად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მოტივირებული ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნას. 2004 წლის მაისში “თელიანი ველმა” დაამყარა სტრატეგიული ურთიერთობა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკთან. ამ უკანასკნელმა შეიძინა “თელიანი ველის” აქციები.
ამ ინვესტიციამ კომპანიას საშუალება მისცა, აეშენებინა ახალი ღვინის საწარმო, საქართველოს საუკეთესო მიკროზონებში გაეშენებინა ახალი ვენახები, გაეუმჯობესებინა მარკეტინგული ინიციატივები და გაეზარდა უმაღლესი ხარისხის ღვინის გაყიდვები ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე, ნაწილობრივ განეახლებინა არსებული საწარმოო დანადგარები და გაეზარდა წარმადობა. კომპანიამ საკმაოდ მცირე დროში შეცვალა მოძველებული საწარმოო ხაზი დასავლური ანალოგიით და დაამონტაჟა თანამედროვე იტალიური ყურძნის გადამამუშავებელი დანადგარი.
ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამონტაჟდა პნევმატური წნეხები. წარმოების ყველა ეტაპზე, დაწყებული ყურძნის შერჩევიდან დამთავრებული ჩამოსხმით, დაწესდა მკაცრი ხარისხის კონტროლის სისტემა. 2005 წლის 23 თებერვალს საქართველოს ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატამ სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” დაასახელა წლის საუკეთესო კომპანიად.
2005 წლის სექტემბერში თელავში გაიხსნა ახალი, თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვილი თელიანი ველის ღვინის საწარმო. აქვე გაშენდა პატარა სასტუმრო, რომელიც მასპინძლობს ქართული მეღვინეობით დაინტერესებულ ყველა სტუმარს.
2005 წლის მაისში “თელიანი ველმა” გახსნა სომელიების პირველი სკოლა საქართველოში, რომლის მიზანია,
ჩვენს ქვეყანას გააცნოს ღვინის მოხმარების ქართული და ევროპული კულტურა.
დღესდღეობით სააქციო საზოგადოება “თელიანი ველი” წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც დაკავებულია შემდეგი საქმიანობით:
• მეღვინეობა და მევენახეობა – “თელიანი ველი”
• ბრენდის და საკონიაკე სპირტების წარმოება LE CAUCASE
• მუხის კასრების წარმოება – “კუპა”
• საკუთარი დისტრიბუცია:

TELIANI TRADING – ღვინისა და სპირტიანი სასმელების დისტრიბუცია საქართველოში;
TELIANI TRADING უკრაინა – ღვინისა და სპირტიანი სასმელების დისტრიბუცია უკრაინაში;
TELIANI TRADING პოლონეთი – ღვინისა და სპირტიანი სასმელების დისტრიბუცია პოლონეთში.

No comments:

Post a Comment